Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/davit-qevxishvili-346346.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/davit-qevxishvili-346346.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/davit-qevxishvili-346346.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/davit-qevxishvili-346346.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ყვარლის გამგებელი დააკავებულია
ყვარელში ხმაურია - რამდენიმე წუთის წინ გამგებელი დააკავეს. დავით ქევხიშვილი პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. გამგეობის შენობაში პოლიციის საგანგებო დანაყოფები შეიყვანეს. სამართალდამცველები საკრებულოს წევრებს იცავენ, რომელთაც დღეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. უკვე მეორე დღეა გამგეობა პარალიზებულია. შენობა პიკეტირებული აქვთ გამგებლის მხარდამჭერებს. დღეს ინციდენტიც მოხდა, შეკრებილებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები ესროლეს. აქციის მონაწილეები საკრებულოს მოთხოვნას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ყვარლის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ქევხიშვილი „ქართული ოცნების“ წევრია, მას ახლა ოპოზიციასთან ერთად მისივე თანაგუნდელებიც უპირისპირდებიან და მის გადადგომას კატეგორიულად ითხოვენ. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ქევხიშვილი, რომელსაც ამავე დროს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. თავად გამგებელი კი სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის გამოძიებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. შს სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ განუცხადა. მისი თქმით, გამგებელთან ერთად დაკავებულია 17 ადამიანი. მათ ბრალად ედებათ პოლიციელთათვის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა. ამ დროისთვის დაკავებულები კახეთის მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებიან. მათ დღესვე გურჯაანის სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც პროცესი გაიმართება. შს სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სავარაუდოდ დაკავებულებს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.