ძიუდოს ფედერაცია ფედერაციის პრეზიდენტის, ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
განცხადებაში ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს ქევხიშვილის საქმის დროულად განხილვისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მისი დაკავება დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.
"საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს, 25 აპრილს ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე", - ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები