აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყირიმის მიბაძვას არ გეგმავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"არაფერი მსმენია იმის თაობაზე, რომ აფხაზ ხალხს, აფხაზეთის ხელისუფლებას ყირიმის მაგალითის მიბაძვის საკითხი დაეყენებინოს. მე არაფერი ვიცი ასეთი განწყობის არსებობის შესახებ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი პატივს სცემს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხთა ნებას და ეს ქვეყნები რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
მასალის გამოყენების პირობები