საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას დღეს სპორტის სასახლეში გახსნის. როგორც კოალიციაში აცხადებენ, სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია საზეიმოდ გაიხსნება. საზეიმო შეკრებაზე კოალიცია 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატებს დაასახელებს, მათ შორის ზუგდიდის და ფოთის მერობის კანდიდატებს.
"ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატად, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი გოგოხია სახელდება, ხოლო ფოთის მერობის კანდიდატად ლევან ჩოჩია, რომელიც ბოლო პერიოდში “გეზ”-ის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) უფროსად მუშაობდა.
კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
მასალის გამოყენების პირობები