"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები რუსეთისთვის დამატებითი სანქციების სწრაფად დაწესების თაობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"უკრაინაში მომდევნო თვეს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, რათა გავაძლიეროთ მიზანმიმართული სანქციები და ზომები, რომელიც რუსეთის ქმედებების საფასურს კიდევ უფრო გაზრდის", - ნათქვამია "დიდი შვიდეულის" განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ლიდერები, ასევე ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ქმედების გამო.
მასალის გამოყენების პირობები