თბილისში, სპორტის სასახლეში ამ წუთებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები იკრიბებიან. სპორტის სასახლის ყველა შესასვლელთან რიგები დგას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
სპორტის სასახლეში უკვე მივიდა "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი. კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.
დღესვე, კოალიცია თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატს დაასახელებს.
"ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე და დედაქალაქის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია.
დღევანდელ შეკრებას შესაძლოა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწროს.
მასალის გამოყენების პირობები