საარჩევნო ბლოკმა "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად დაასახელა. როგორც სპორტის სასახლეში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ითქვა, 12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან:
თბილისი - დავით ნარმანია; რუსთავი - დავით ჯიქია; ქუთაისი - შოთა მურღულია; გორი – ზურაბ ჯირგველიშვილი; ბათუმი – გიორგი ერმაკოვი; ფოთი – ირაკლი კაკულია; ზუგდიდი – ირაკლი გოგოხია; მცხეთა – ავთანდილ ნემსიწვერიძე; თელავი – პლატონ კალმახელიძე; ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე; ახალციხე – გიორგი კოპაძე; ამბროლაური – რატი ნამგალაძე.
საარჩევნო ბლოკმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეიდან დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები