ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეების შავი სიის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის არსებული შეთანხმებით, სიას კიდევ 15 ადამიანი დაემატება.
ოფიციალურად, მათ ჩამონათვალს დღეს გამოაქვეყნებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სიაში შესულ ადამიანებს გაეყინებათ ანგარიშები და დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები.
ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული 7 ადამიანითა და 17 კომპანიით გაიზარდა შავი სია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სიაში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ალექსეი პუშკოვიც მოხვდა.
სანქიების გამკაცრების მიზეზი კრემლის მიერ ჟენევის შეთანხმების პირობების უგულებელყოფა გახდა. რუსეთის წინააღმდეგ შავი სია გაზარდა კანადამაც. იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც კანადაში ანგარიშები გაეყინება და შესვლა აეკრძალება, ვლადიმერ ჟირინოვსკი და ალქსეი პუშკოვი შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები