საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები რთული ტენდენციააა.
“ნამდვილად რთული ტენდენციაა, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციულ საზღვარზე. იყო შემთხვევები, როდესაც შედარებით სწრაფად მოხდა დაკავებულთა გათავისუფლება, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად დიდი ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარში უდგას, ამახვილებს ყურადღებას ამ ფაქტებზე და ხელს უწყობს ქვეყანას, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა”, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაპატიმრებულია.
მასალის გამოყენების პირობები