Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1385726_180291472163238_1782672808_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში შესაძლოა, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გულიკო ზუმბაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ზუმბაძემ აღნიშნა, საკრებულოს უმრავლესობაში სერიოზული კრიზისია და არ არის გამორიცხული, თბილისის საკრებულოს იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ასევე საკრებულოში შეიქმნას ახალი უმრავლესობა. "საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ მართავს, მას უმარვლესობა არ გააჩნია. სწორედ ე.წ. რუშჩოვკების" აღდგენის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, სწორედ მემორანდუმის გამო მე აღნიშნული თანამდებობიდან გადავდგებოდი", - დასძინა გულიკო ზუმბაძემ. ამასთან, მისივე თქმით, დადგება თუ არა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის საკრებულოში, ამას დრო აჩვენებს. თუმცა, ზუმბაძე მიიჩნევს, რომ საკრებულოში ახლა არ არის იმის დრო, რომ შეიქმნას ახალი ფრაქციები და ახალ თანბამდებობებზე პირები აირჩეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებს და ნაბიჯებს ფრაქციებისაგან. კითხვაზე, შიხიაშვილის მიმართ საყვედურები გამოწვეულია თუ არა ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტის ჩავარდით, გულიკო ზუმბაძემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არსებობს სხვა თემებიც. "საკრებულოს უმრავლესობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ შესაძლოა, უფრო დემოკრატიულად და ღირსეულად ეწარმოებინა პროცესები. შესაძლებელია, შიხიაშვილი იყოს კომპეტენეტური სხვა სფეროში, მაგრამა რა - საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკების აღდგენის პროექტს, შიხიაშვილმა ამ საკითხზე მემორანდუმი არაბ ინვესტროთან გააფორმა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, პროექტი არ განხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.