საქართველოს ენერგეტიკი მინისტრის და ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის განცხადებით, მათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საჭიროება არ აქვთ.
"ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უკვე ჩავატარეთ ერთი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, რომელიც იყო სანიმუშო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ასევე იქნება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ არ გვჭირდება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. არ გვაქვს ამის საჭიროება", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები