საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ირწმუნება,რომ არ იქნება გულდაწყვეტილი,თუ თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" სიაში არ მოხვდება. შიხიაშვილმა განაცხადა,რომ საზოგადოების წინაშე საქმე გააკეთა და პირნათელია.
"ირაკლი შიხიაშვილის სურვილი იყო საკრებულოში შეეცვალა სიტუაცია და ერთპიროვნული მმართველობა დაემთავრებინა. ასევე,საკრებულოს დაეწყო პროექტების განხორციელება და ნაწილი უკვე განხორციელებულია. მე საზოგადოების წინაშე საქმე გავაკეთე. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის ყველა წევრს. მე პირნათელი ვარ საზოგადოებისა და ჩემი გუნდის წინაშე", - აღნიშნა შიხიაშვილმა. მისივე თქმით, საკრებულო ვადის ამოწურვამდე სრული დატვირთვით იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები