ანტიდისკრიმინაციული კანონის მეორე მოსმენით განსახილველად ემზადებიან პარლამენტის დეპუტატები. გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელებული საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გადაწყდა,რომ კანონის განხილვა გაგრძელდება.
პროცედურული ნორმების დაცვისთვის აუცილებელია,რომ პარლამენტის ბიურომ კანონის განხილვა ოფიციალურად შეიტანოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში.
საპარლამენტო უმრავლესობაც და უმცირესობაც კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს, თუმცა,დოკუმენტის ირგვლივ დებატები კვლავ მიმდინარეობს. დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ხდება დოკუმენტის არასწორი ინტერპრეტირება.
მასალის გამოყენების პირობები