Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1370337465_ucha_nanuashvili_7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1370337465_ucha_nanuashvili_7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1370337465_ucha_nanuashvili_7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1370337465_ucha_nanuashvili_7.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციული კანოპროექტის მიღებას ეთანხმება
ანტიდისკრიმინაციული კანოპროექტი უნდა იყოს მიღებული -ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა,უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით,ასევე მნიშვნელოვანია,რომ ის შენიშვნები იყოს გათვალისწინებული, რაც სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. "ძირითადად ეს ეხება კერძო სექტორსა და ჩვენს უფლებებს კერძო სექტორთან მუშაობასთან მიმართებაში, რომ გაგვაჩნდეს გარკვეული მანდატი, რათა კერძო სექტორში მუშაობის შესაძლებლობა გვქონდეს, როდესაც საუბარია დისკრიმინაციის ფაქტებზე და ინფორმაციის გამოთხოვაზე. ასევე საუბარია სასამართლოს გამოყენებაზე დაჯარიმების პროცესში, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი საკითხი ასევე არის რა თქმა უნდა, დაფინანსების საკითხი, რომლის გარეშეც შეუძლებელია რეალურად რამე მექანიზმის შექმნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტები რეალურად გამოვლინდეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. რაც შეეხება სასულიერო პირების მოთხოვნას კანონპროექტიდან 4 სიტყვის ამოღებასთან დაკავშირებით, როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეს სიტყვები კანონპროექტში უნდა დარჩეს. "მე ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციის ყველა საფუძველი უნდა დარჩეს ისე, როგორც ამჟამად არის კანონპროექტში. კანონპროექტში ნებისმიერი დისკრიმინაციის საფუძვლის ამოღება კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ ის ფორმა, რაც არის მიღებული აუცილებლად უნდა დარჩეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა."დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის პროექტის მიხედვით, იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორ საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციის და თანასწორობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის სხდომაზე 5-საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაში მონაწილე სასულიერო პირებისა და მათთან ერთად არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა "სექსუალური ორიენტაციის" და "გენდერული იდენტობის" პუნქტების ამოღება იყო. მათი შეფასებით, კანონში აღნიშნული ტერმინების დაფიქსირება "ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.