"არასაპარლამენტო ოპოზიცია" არჩევნებში მონაწილე პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით "არასაპარლამენტო ოპოზიცია" განცხადებას ავრცელებს , რომელშიც განმარტავს, რომ არჩევნებში არასაპარლამენტო პარტიებს წარმატების რეალური შანსი აქვთ.
"ყველა ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში არასაპარლამენტო პარტიებს აქვთ წარმატების რეალური შანსი. მეორე მხრივ, ჯანსაღი ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობის პირობებში, გარდაუვალია ჩვენს გაერთიანებებს შორის ხმების გაყოფა, რაც წყალს ასხამს მხოლოდ ხელისუფლების და "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე. 3 მაისი არის კანონით გათვალისწინებული ბოლო ვადა ერთიანი არასაპარლამენტო ოპოზიციური ბლოკის შექმნისთვის. "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, გადავდოთ გვერდზე ყოველგვარი უთანხმოება და 3 მაისამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ არასაპარლამენტო ოპოზიციური ბლოკის გაფართოებისთვის", - ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებაში.
ამასთან, "თავისუფალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები – კახა კუკავა და ფიქრია ჩიხრაძე არასაპარლამენტო პარტიას მოუწოდებენ, ნუ გაუშვებენ ხელიდან გამარჯვებას.
"გავერთიანდეთ და ერთად მოვიგოთ ადგილობრივი არჩევნები", - აღნიშნავენ კახა კუკავა და ფიქრია ჩიხრაძე.
მასალის გამოყენების პირობები