თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სასულიერო პირები და მრევლი არიან შეკრებილები და ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, წარწერებით: "მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია!" , “ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვან გარყვნილების ქადაგება!" "დავიცვათ ოჯახური სიწმინდის ზნეობრიობა".
სასულიერო პირები მრევლთან ერთად სავადრებელი პარაკლისის ჩატარებას აპირებენ, რათა სთხოვონ ღმერთს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ძალაში არ შევიდეს.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, თუ მათ აზრს დეპუტატები არ გაიზიარებენ, საპროტესტო აქციებს განაგრძობენ და მას, ვინც კანონს მხარს დაუჭერს, ანათემას გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა სასულიერო პირებთან ერთად ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოგვიანებით კანონპროექტის განხილვის სხდომა მამებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები