საქართველოს პარლამენტის წევრი, უმცირესობიდან, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გადაიდო.
განხილვა დღის მეორე ნახევარში იგეგმებოდა ,რა შეიცვალა რთული სათქმელია, ამბობს ჯაფარიძე, და დასძენს, რომ "ამ კვირაში ორი მოსმენა და კანონის მიღება ვერ მოესწრება, თუ ხვალ დანიშნულ საგანგებო სხდომას არ გამოიყენებენ."ცვლილებების შეტანა ვერ მოვასწარითო, რეალური მიზეზი რა არის, არ ვიცი" - ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვის გადადება საპატრიარქომ საგანგებო განცხადებით ორი დღის წინ მოითხოვა, დღეს კი სასულიერო პირებმა თბილისში კანონპროექტის საწინაღმდეგო აქციას გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები