საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ვიზიტის ფარგლებში აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება, რომლის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები