დღეს ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს კანონი საფრთხეს არ წარმოადგენს. არავითარი ერთსქესიანთა ურთიერთობის დაკანონება არ ხდება" ,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, პარლამენტში ანტიდისკრიმინაციულ კანონს სასულიერო პირებთან ერთად დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთხელ განიხილავენ მუხლობრივად.
"ჩვენ, სასულიერო პირებთან ერთად, კეთილგანწყობილ გარემოში კიდევ ერთხელ განვმარტავთ თუ რას დებს კანონმდებელი ამ პროექტში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ცალსახად ითქვას, რომ არავითარი პროპაგანდა არ ხდება ამ კანონპროექტით სექსუალური უმცირესობის ურთიერთობის დაკანონების. აქ არავითარ ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი არ არის. კანონპროექტში დევს პირდაპირ ჩანაწერი, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება აღიარებულია და არც ერთი ეს ნორმა რომელიც ამ კანონპროექტში წერია არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ეს არასწორად გავრცელებული ინფორმაციები დღეს ამ შეხვედრაზე სასულიერო პირებთან ერთად კიდევ უნდა განვიხილოთ", - აცხადებს ეკა ბესელია.
ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტში სასულიერო პირებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართება, სადაც კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები