საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვია.
აპატურაი პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან 13:00 საათზე გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, სამხედრო მაღალჩინოსნებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა ,საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და რეგიონში არსებული ვითარება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები