უკრაინაში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, მან უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებაში განმარტავენ, რომ ატაშეს გაწვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციით გათვალისწინებულ,დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო მოქმედებამ გამოიწვია.უკრაინის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ,რომ რუსეთის დიპლომატი,რომლის ვინაობა არ სახელდება,უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა," 30 აპრილს წარმატებულად ჩატარებული კონტრსადაზვერვო ოპერაციის შედეგად ... აგენტურული აქციის ჩატარების ადგილზე“ დააკავა.
რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები