სირიიდან სოხუმში დაბრუნებული რეპატრიანტთა 13 ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია ბინებით დაბა დრანდაში. კიდევ 4 ოჯახი, ამჟამად დროებით სასტუმროში მყოფი, უახლოეს დროში მიიღებენ ბინებს. სააგენტო „აფსნიპრეს“ -ის ინფორმაციით სირიიდან ჩამოსული ეთნიკური აფხაზების მდგომარეობა, ალექსანდრე ანქვაბმა და რეპატრიაციის საკითხებში დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბამ განიხილეს.
ადლეიბამ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რეპატრიანტის ოჯახს გუდაუთის სოფელში სახლი გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები