ჟურნალისტი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისშვილი აპირებს, თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარად კენჭი იყაროს.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია ,,კავკასიის“ გადაცემა "ბარიერში" განაცხადა და მაყურებელს დაემშვიდობა.
"ექვსი წელი ვიმუშავე ამ ტელევიზიაში და ვამაყობ აქ გატარებული ყოველი წუთით. დღეს მე ამით გემშვიდობებით, "კავკასიაში" წამყვანად ვეღარ მიხილავთ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, სხვა ამპლუით წარვსდგე საზოგადოების წინაშე. რამდენიმე დღეში უფრო დაწვრილებით ვიტყვი, რას, როგორ, რანაირად ვაპირებ. ვაპირებ, ჩავერთო თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო როგორ და რა ფორმით, დეტალურად რამდენიმე დღეში ვისაუბრებ", - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიაში მუშაობას განაგრძობს.
ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს რაიონში იყრის კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები