პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომელიც უკანონო მიყურადებასთან და ფარული ჩანაწერების გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის და "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტით პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელებისათვის თავისუფლების აღკვეთის ვადა 3-წლამდე იზრდება.
პასუხისმგებლობა თავისუფლების 4-წლამდე ვადით აღკვეთით მძიმდება 157-ე მუხლის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც, რაც თავის მხრივ პასუხისმგებლობას პირადი ან ოჯახური საიდუმლოს მასობრივი მაუწყებლობით, ან საჯარო გამოსვლისას გავრცელებაზე აწესებს.
მასალის გამოყენების პირობები