Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10246409_642823839142029_2374143451231401732_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10246409_642823839142029_2374143451231401732_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10246409_642823839142029_2374143451231401732_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10246409_642823839142029_2374143451231401732_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
NDI-ის დელეგაციის წინასაარჩევნო შეფასებები
15 ივნისს ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო „პლურალიზმით და აქტიურობით“ ხასიათდება, თუმცა პოლარიზებულობა კვლავ პრობლემად რჩება, განაცხადა აშშ-ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ, რომელმაც ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება შეაფასა. ხუთ-წევრიანმა დელეგაციამ NDI-დან, ორგანიზაციიდან, რომელიც პოლიტიკური პარტიების განვითარების და დემოკრატიის პროგრამებზე საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს, 28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით მთელი რიგი შეხვედრები გამართა პოლიტიკური სპექტრის, მთავრობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და თავისი ანგარიში 2 მაისს გამოაქვეყნა. რადიო "ათინათი"NDI-ის წინასაარჩევნო მისიის განცხადებას გთავაზობთ: „საქართველოში კვლავაც სახეზეა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. თუმცა კვლავ რჩება პრობლემატური საკითხები, რომელთაც, შესაბამისი რეაგირების გარეშე, ამ წარმატების დაჩრდილვა შეუძლია“, - ნათქვამია დელეგაციის განცხადებაში. დელეგაციის განცხადებით, პოლიტიკურ გარემოს ორ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს - ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას - შორის არსებული „დაძაბულობა“ განსაზღვრავს, „რასაც საქართველოს მომავლის შესახებ უფრო კონსტრუქციული განხილვებიდან ყურადღება გადააქვს“. „ხშირია პოლიტიკური ოპონენტების დელეგიტიმიზაციის და კრიმინალიზაციის მცდელობები. სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვარი კვლავ ბუნდოვანია. პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ბრალდებები სხვა მხრივ ცოცხალ პოლიტიკურ გარემოს ჩრდილს აყენებს", - ნათქვამია ანგარიშში, „დელეგაციამ მრავლად მოისმინა დაუსაბუთებელი განცხადებები შესაძლო დანაშაულების შესახებ, რომელიც, ერთი შეხედვით, პოლიტიკური ოპონენტების დელეგიტიმიზაციისკენ არის მიმართული. ადგილობრივი არჩევნები ამ დინამიკის მიღმა გადასვლის შესაძლებლობას გვთავაზობს“. NDI-ის მისიამ განაცხადა, რომ შარშანდელმა საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა „დემოკრატიული პროცესების კარგი განვითარების ტრაექტორია დაამკვიდრა“ და „მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა არჩევნებმა ამ სტანდარტებს კიდევ უფრო გადააჭარბოს“.საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსების თაობაზე, დელეგაციამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთმა ცვლილებამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა“, მათ შორის მერებისა და გამგებლების არაპირდაპირის ნაცვლად, პირდაპირი წესით არჩევამ; მერებისა და გამგებლების არჩევისთვის საარჩევნო ბარიერის 50%-ით განსაზღვრამ; საკრებულოებში პროპორციული წესით არჩევისათვის საარჩევნო ბარიერის შემცირებამ; და პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მეტი ხელმისაწვდომის უზრუნველყოფამ. თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების უკმაყოფილებას ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ, რომელთა შორისაა პირდაპირი გზით არჩეული მერებისა და გამგებლებისთვის საკრებულოების მიერ სიითი შემადგენლობის ორი მესამედით რაიმე კრიტერიუმის გარეშე უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი. „ეს დებულება მერებისა და გამგებლების ანგარიშვალდებულების გარკვეულ ნაწილს ამომრჩევლიდან კვლავ საკრებულოებს უბრუნებს, რაც პირდაპირი საარჩევნო წესის მნიშვნელობას ამცირებს“, - აცხადებს დელეგაცია.მისიამ აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მისი თავმჯდომარის თამარ ჟვანიას „დამოუკიდებლობა და კომპეტენცია ფართო ნდობას იმსახურებს“. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, NDI–ის მისიამ განაცხადა, რომ „კანონის უზენაესობის პატივისცემასთან ერთად აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართლის როგორც არსებობა, ისე მის შესახებ შთაბეჭდილება“. „ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო მიდგომაა დამოუკიდებელი და სანდო სასამართლო სისტემაში ინვესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ ამა თუ იმ საქმის შეფასება არ გაცდება სასამართლო სისტემას და არ მოხდება მისი განხილვა მიკერძოებულ კონტექსტში აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო შტოების მიერ“, – განაცხადა მისიამ. „ქართველი და საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი ამ გამოძიებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ეს შთაბეჭდილება შესაძლოა გაამყაროს საჯარო დისკურსში ჭარბად არსებულმა დაუსაბუთებელმა ბრალდებებმა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ“, – განაცხადა NDI–ს მისიამ.დელეგაციის წევრები იყვნენ პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი; სემ გეჯდენსონი, აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი წევრი და NDI–ის ბორდის წევრი; რობერტ ადამსი, არჩევნებისა და დემოკრატიის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტი Democracy Reporting International (DRI)–ის და Electoral Reform International Services (ERIS)–დან; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.