საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქუთაისში,იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს ხვდებიან.
ღარიბაშვილის განცხადებით,ჯანდაცვის სფეროში ბევრი სიახლის დანერგვა იგეგმება და ეს ყველაფერი დავით სერგეენკოს დამსახურებაა.
"დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ გვყავს ასეთი მინისტრი, როგორიც სერგეენკოა. 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ყველაზე, არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი. მან მოკლე ხანში შეძლო, რომ სამინისტროს მუშაობა უფრო ეფექტური გაეხადა. სწორედ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება მომავალშიც. იგეგმებასასწრაფო დახმარების 220 მანქანის შეძენა.
ასევე, მომავალი თვიდან ექიმებს გაეზრდებათ ხელფასი 30 პროცენტით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვაგრძელებთ ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგეგმება კლინიკების რეაბილიტაცია. ასევე სოფლის ამბულატორიების მშენებლობა, რაც აუცილებელია. სულ 82 ამბულატორია აშენდება. ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ და ვცდილობთ სიახლეები შევიტანოთ და ჯანდაცვის სისტემა უფრო განვავითაროთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები