დავით კოდუას მდგომარეობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა.აღნიშნული ფოტოები ერკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
ძებნაში მყოფი ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუა კლინიკაში, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.
ბიზნესმენ დავით კოდუას ძმა გიორგი კოდუა "ინტერპრესნიუსთან" მის ძმაზე თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. როგორც გიორგი კოდუას თვითმხილველებმა უთხრეს,თავდამსხმელები გამშველებლებს სროლით დაემუქრნენ.
"დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობიდან გამოსვლის შემდეგ ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც შუა დღეს, დაახლოებით ორი საათის წინ თავს დესხნენ. 3-4 კაცი იყო, შავებში ჩაცმულები, სპეცრზმელებს გავდნენ, ქუდი-ნიღაბი ეხურათ. ეს მოხდა დღისით, ქუჩაში. არ იყვნენ დამალული სადარბაზოში. დავითი მარტო იმყოფებოდა. გამვლელები გასაშველებლად მივიდნენ, მაგრამ თავდამსხმელებმა უთხრეს, არ ჩაერიოთ, თორემ გესვრითო. შემდეგ მიიმალნენ", - აღნიშნა გიორგი კოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები