უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა,უკრაინაში ახალი სისხლისღვრის პროვოცირება არ მოახდინოს.
"უამრავი მტკიცებულება, რომელსაც თავის დასკვნებში ეყრდნობა საერთაშორისო საზოგადოება, ადასტურებს ძალადობის ამ ამოფრქვევასა და ტერორისტული აქტების უკან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები დგანან. პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პუტინს ეკისრება. მათი მიზანია, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დანგრევა, რუსეთის ღია სამხედრო შემოჭრისთვის საბაბის შექმნა და ჩვენი მიწების ოკუპაცია", - განაცხადა ფილარეტმა.
მან, ეკლესიის სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, მის ქვეშევრდომებსა და მხარდამჭერებს უკრაინაში, გონს მოეგონ და ახალი სისხლისღვრის პროვოცირება არ მოახდინონ.
"კონსტიტუციური წესრიგი, ერთობა, ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის საზღვრების ხელშეუხებლობა–აქსიომებია, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების უფლება არავის აქვს, რა პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს იგი",- აღნიშნა ფილარეტმა.
მასალის გამოყენების პირობები