ცესკოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაცია დასრულდა.
კომისიამ სულ 26 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი – "ქართული ოცნება" და გაერთიანებული ოპოზიცია დაარეგისტრირა.
რეგისტრაციაზე უარი ეთქვა 6 პოლიტიკურ ძალას.
მიღებულია რამდენიმე განცხადება უკვე რეგისტრირებული პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების თაობაზე. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ცესკოს ვადა 9 მაისამდე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები