პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას არ ამართლებს
NDI-ის კვლევის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას გამოკითხულთა უმრავლესობა არ ამართლებს. კითხვაზე, ამართლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკას, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ არ ამართლებს, 35% - ამართლებს, არ იცის - 24%-მა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის მარგველაშვილისადმი კრიტიკას ყველაზე მეტად თბილისში ამართლებენ - 41%, ხოლო 38 % არ ამართლებს. გარდა ამისა, NDI-მ მოქალაქეებს დაუსვა შეკითხვა, იცოდნენ თუ არა მათ ბიძინა ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის კრიტიკის შესახებ, 73 პროცენტმა ამის შესახებ იცოდა, 21%-მა არ იცოდა, ხოლო 6%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა. კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.