ბუნებრივია, ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ვინ დგას ფარული თვალთვალის უკან,- ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო შუბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,სადაც ტელევიზიის შენობაში ფარული აუდიო-ვიდეო თვალთვალის შესახებ განცხადება გაკეთდა.
"ფაქტი ბუნებრივია, იყო ძალიან შოკისმომგვრელი. ბუნებრივია, ყველას გაგვიჩნდა კითხვა, ვინ დგას ამ ფარული თვალთვალის და აუდიო-ვიდეო მიყურადების უკან. ჩვენ ველით ამ კითხვაზე პასუხს და დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და მოხდება საკმაოდ მოკლე დროში ამ ყველაფრის გამოძიება და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც აქ მდგომ ყველა ჟურნალისტს აქვს და გავარკვევთ, ვინ ახორციელებდა ამ ყველაფერს ტელევიზიაში",- განაცხადა შუბლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები