Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/34A86EBE-B43D-416D-8299-ED35E5CBCC0C_mw1024_mh1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/34A86EBE-B43D-416D-8299-ED35E5CBCC0C_mw1024_mh1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/34A86EBE-B43D-416D-8299-ED35E5CBCC0C_mw1024_mh1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/34A86EBE-B43D-416D-8299-ED35E5CBCC0C_mw1024_mh1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით,3 553 673 პოტენციური ამომრჩეველია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების შესახებ: 2014 წლის 1 მაისს,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციურ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემები გადასცა,რომელიც 3 553 673 პოტენციურ ამომრჩეველს ითვლის. ამ მონაცემებს შესაბამისი წესის თანახმად, ცესკო დაამუშავებს და ამომრჩეველთა სიას გამოაქვეყნებს. ინფორმაციისათვის: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს პოტენციური საარჩევნო უფლების მქონე 3 591 650 პირის მონაცემები გადასცა, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის – 3 597 498 პირის. მიმდინარე წელს, 1 მაისამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს საარჩევნო უფლების მქონე პოტენციურ პირთა შესახებ მონაცემები უკვე ორჯერ – 1 თებერვალს (3 586 796 პირის ინფორმაცია) და 28 მარტს (3 558 371 პირის ინფორმაცია), გადასცა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 1841-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე. 2014 წლის 28 მარტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული მონაცემების საფუძველზე, ცესკო-მ ამომრჩეველთა სია მარტში საკუთარ ვებგვერდზე განათავსა, სადაც სააგენტოს მიერ გადაცემული 3 558 371 პირის შესახებ მონაცემების ნაცვლად 3 491 105 ამომრჩეველი იქნა დაფიქსირებული,რაც ბუნებრივია. კერძოდ, საბოლოო სიაში არ შევიდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ რეგისტრაციის მისამართის მქონე პირები; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული ის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით შეზღუდული აქვთ ხმის უფლება; დევნილი პირები, რომელთაც დროებით საცხოვრებელ ადგილად არ აქვთ მითითებული კონკრეტული მისამართი (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისამართის მითითების გარეშე არსებულ ამომრჩევლებს შეზღუდული აქვთ ხმის უფლება); ასევე, ქმედუუნარო პირები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ის პირები,რომელთაც არ აქვთ დევნილის სტატუსი. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1841-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ვალდებულია, ცესკო-ს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში,მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-11 დღისა,მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებულ მონაცემებში შეტანილია მოქალაქეთა უახლესი ფოტოსურათები, რაც წინაპირობაა იმისა, რომ 15 ივნისს საქართველოში პირველად ჩატარდება არჩევნები ფოტოსურათიანი ამომრჩეველთა სიებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.