საქართველოს მთავრობა პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას,ოჯახის წინაშე არსებული სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების საკითხს შეისწავლის.
2 აპრილს,მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლა.პრემიერ-მინისტრის 5 მაისის ბრძანებიდან ირკვევა,რომ საქართველოს მთავრობამ,მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადება ცნობად მიიღო და მასში მითითებული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
სამუშაო ჯგუფს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს. მასში ასევე შედიან მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.
თავად მანანა არჩვაძე-გამსახურდია აცხადებს,რომ მისთვის აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ არაფერია ცნობილი.
"არაფერი ვიცი.ეს 2 აპრილის კი არა, 23 წლის ამბავია და ახლა ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ჩემთვის ცნობილი არ არის. ჯერჯერობით რომ არც სახლი მაქვს და არც კარი, ეს ვიცი. მე არ ვწუწუნებ, არავის არაფერს ვეხვეწები, მაგრამ ამის გადაწყვეტა შეიძლებოდა დროულად, თუმცა ასე მოხდა", -ამბობს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.
მასალის გამოყენების პირობები