საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი მოაწერა. საქართველოს კანონი "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ის ძალაში შევიდა.
ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა 2 მაისს მიიღო.
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვა.
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები