დღეს,თბილისის სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება. მას პარტიის წევრები და აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდებიან.
„მართალია,"ნაციონალურმა მოძრაობამ"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო,მაგრამ ეს ღონისძიებაც ამავე კამპანიის დასაწყისის მსგავსი იქნება. მასზე თვითმმართველ ქალაქებში ჩვენი პარტიის კანდიდატები წარდგებიან.“,-აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
"ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს ღონისძიებაზე მისვლისაკენ ასეთი დევიზით მოუწოდებს: „ეს ჩემი მოსაწვევია. შენც მოდი, არ გამოტოვო! ერთად ავამუშაოთ საქართველო!.“
მასალის გამოყენების პირობები