Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/sukhumi-1024x768.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სოხუმი თბილისში უილიამ ჰეიგის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის მოსალოდნელი ვიზიტი სოხუმის შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ სოხუმის დეფაქტო საგარეო უწყება აცხადებს. "ვიზიტისას საუბარი შეეხება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, ასევე, სოხუმსა და ცხინვალში არსებული ვითარება განიხილება. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოსალაპარაკებელი საკითხები შეუძლებელია, არ იწვევდეს ჩვენს შეშფოთებას, რადგან პირდაპირ ეხება აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს – პირველ რიგში კი უსაფრთხოების სფეროში. არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დასავლეთმა სერიოზულად გადაწყვიტა შური იძიოს რუსეთსა და მის მოკავშირეებზე. არ არის გამორიცხული, აფხაზეთზეც მოხდეს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ზეწოლა, რაც სრულიად აწყობს საქართველოში რევანშისტულ ძალებს, რომლებიც კვლავ იმედოვნებენ სოხუმის დაბრუნებას. ასევე, ნატოს მთავარსარდლის განცხადების შემდეგ, რომელიც არ გამორიცხავს ალიანსის ჯარების მუდმივ განლაგებას აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში,არ არის გამორიცხული, რომ თბილისში ზოგიერთებმა ისარგებლონ ამ ვითარებით და მიაღწიონ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ჯარების განთავსებას. ამას რეგიონული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგი ექნება. ამ ვითარებაში, აფხაზეთისთვის ბუნებრივი ნაბიჯი იქნება რუსეთთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაზრდა და ჩვენი შეიარაღებისა და უსაფრთხოების ორგანოების კოორდინაციის გაზრდა ქართულ-აფხაზური საზღვრის ზონაში,რათა ზოგიერთებს არ გაუჩნდეს სურვილი რესპუბლიკაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", – ნათქვამია დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.