"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ხვალიდან მისი რეიტინგი გაიზრდება.
NDI-ს კვლევებს ნიკა მელია სპორტის სასახლეში გამოეხმაურა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიება იმართება. მისი თქმით, რეალურ კამპანიას ის სწორედ ხვალიდან იწყებს და მისი რეიტინგიც აუცილებლად გაიზრდება.
"შედეგი, ვფიქრობ, აუცილებლად გაიზრდება იმდენად, რამდენადაც შეუმცირდება სახელისუფლებო კანდიდატს, - აღნიშნა "ნაციონალების" თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისი თქმით, კვლევებმა, სამწუხაროდ, აჩვენა, რომ ის ხალხი, რომელიც მხარდაჭერით გამოირჩეოდა "ქართული ოცნებისადმი" წელიწადნახევრის წინ, არის უკმაყოფილო, გაიზარდა უმუშევრობა, კრიმინალი, რაც ციფრებში გამოიხატა. "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, შეუძლებელია საზოგადოებამ თითქმის მესამე არჩევნებში მხარი იმ პოლიტიკურ გაერთიანებას დაუჭიროს, რომელმაც ვერაფერი გააკეთა. "დარწმუნებული ვარ, ხვალიდან, როცა დავიწყებ აქტიურ წინასარჩევნო კამპანიას, რეიტინგიც გაიზრდება და ყოველ ხმას ექნება მნიშვნელობა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები