პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ქვეყნის პირველ პირს სამხედრო ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლება ერთმევა , საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მათი პოზიცია კონსტიტუციური ჩანაწერებიდან იქნება გამომდინარე.
"აღნიშნული კანონპროექტის თაობაზე დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია, რომელიც გამომდინარე იქნება კონსტიტუციიდან და იმ უფლებამოსილებიდან, რაც არის გადანაწილებული კონსტიტუციის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პოზიციას კონსტიტუციიდან გამომდინარე დავაფიქსირებთ", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს, თუმცა რა პოზიცია ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არ დაუკონკრეტებია.
სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის სამინისტროს მიერ არის შემუშავებულიდა ის პარლამენტში უკვე წარდგენილია.
მასალის გამოყენების პირობები