ხარკოვში 11 მაისს დაგეგმილი რეფერენდუმი რეგიონის სტატუსის თაობაზე არ გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
"ინტერფაქს უკრაინას" ცნობით, მოძრაობა "სამხრეთ-აღმოსავლეთის" წევრის იური აპუხტინის თქმით, ხარკოვი მზად არ არის რეფერენდუმის ჩასატარებლად.
"ჩვენ რეალურად არ ვართ მზად 11 მაისის რეფერენდუმისთვის, არ შეგვითანხმებია საკითხები, რომელიც საერთო იქნება ხარკოვისთვის, ლუგანსკისა და დონეცკისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი აზრები გაიყო და ამიტომ გადავწყვიტეთ 11 მაისს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი ვთქვათ", - განაცხადა იური აპუხტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მყოფ სეპარატისტებს 11 მაისის რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდა. თუმცა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა უარი თქვეს რეფერენდუმის გადადებაზე.
მასალის გამოყენების პირობები