ვლადიმერ პუტინის ყირიმში ვიზიტს ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოება. ამერიკის შეერთებული შტატები ვიზიტს პროვოკაციად აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერმაც. დონალდ ტუსკის თქმით, პუტინის მოწოდება- გადაიდოს ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უკრაინის აღმოსავლეთში, მხოლოდ პოლიტიკური თამაშია.
ტუსკის თქმით, ევროკავშირში პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდ ნაწილს ამ თამაშის არ სჯერა.
“ამ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა კი არ უნდა მივიღოთ, არამედ კრიტიკულად და ფხიზლად შევაფასოთ ის ყველაფერი, რასაც პუტინი უკრაინაში აკეთებს”,- განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მასალის გამოყენების პირობები