Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/wiklauri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს. ეს მიმართვა გიორგი მარგველაშვილისადმი დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. "უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან არაერთგზის გვსმენია, რომ საქართველოში არ არსებობს უკანონო მოსმენების პრობლემა. გუშინ კი ყველამ ერთად ვიხილეთ ტოტალური მოსმენების და თვალთვალის მასშტაბური პრაქტიკის უტყუარი საბუთები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს დანაშაული ატარებს სისტემურ ხასიათს, რაც ხელყოფს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. უსმენენ ყველას. პარლამენტის თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს მდივნის საუბრის უკანონო მოსმენა და თავისუფალ ცირკულაციაში მოქცევა ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გადაგვარებასა და მოშლასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან, წიკლაურის თქმით, "თუკი ასეთ თავისუფალ ცირკულაციაში არის ეს მასალები, სავსებით შესაძლებელია, რომ მას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლებიც ფლობდნენ".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.