საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ ფრანგ კოლეგას უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება.
ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრები მან უკვე გამართა.
მასალის გამოყენების პირობები