Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/10314589_649533801804366_3731799865123473238_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მეფრინველეობის მეურნეობას ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთ კარში მეფრინველეობის ფაბრიკა „პიუნიკ ჯორჯია"დაათვალიერა, რომელიც იაფი კრედიტის დახმარებით შეიქმნა. შპს „პიუნიკ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ლევან ცხადაძემ მთავრობის მეთაურს საწარმოს მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ შეღავათიანი სესხის საშუალებით კომპანიამ 2,5-ჯერ გაზარდა წარმოება, დაასაქმა 42 ადამიანი და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე დგება დრო, როდესაც მთავრობის მიერ დაწყებულ პროგრამებს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანა; თითოეული ამგვარი წარმატებული საწარმო კი არის ყველაზე კარგი მაგალითი მეწარმეებისთვის, რათა მათ დააბანდონ თანხა სოფლის მეურნეობაში, დაასაქმონ ხალხი, აწარმოონ ნამდვილი ქართული პროდუქცია, წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში, შექმნან დაცული ბიზნესი და ნახონ მოგება.პრემიერ-მინისტრი საწარმოში დასაქმებულ ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობას ძირითადად მწყობრიდან გამოსული სარწყავი სისტემები, სასმელი წყლის პრობლემა და სოფლების დამაკავშირებელი ხიდების არარსებობა აწუხებთ. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან ერთად მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს რეგიონი, სადაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტები არ ხორციელდება. საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი იმყოფებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.