პოლიტიკა
გაეროს სამიტზე მკვლელი-რობოტების გამოყენებაზე იმსჯელებენ
დღეს გაეროში ე.წ. მკვლელი- რობოტების გამოყენების მართებულობაზე იმსჯელებენ.
ჟენევაში, ოთხდღიანი სამიტის მსვლელობისას განიხილავენ, თუ რამდენად გამართლებულია მათი არსებობა. ამერიკელი აქტივისტის , ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯოდი უილიამსის თქმით, ამ ტიპის ტექნიკის გამოყენება სრულიად უნდა აიკრძალოს, რადგან მომავალში, სამხედრო კონფლიქტების დროს, აღიკვეთოს არაკონტროლირებადი მკვლელობები.
მკვლელ-რობოტთა რიცხვს მიეკუთვნება უპილოტო თვითმფრინავები, რომლებიც რიგ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში და სამხრეთ კორეაში გამოიყენება. სამართალდამცავებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ დრონების შეტევის შედეგად, ხშირად მშვიდობიანი მოსახლეები იღუპებიან.
www.bbc.co.uk
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები