ამერიკის ხელისუფლებამ, ნიგერიაში, დაჯგუფება „ბოკო-ჰარამის“ ისლამისტი ბოევიკების მიერ გატაცებული,200 მოსწავლე გოგონას ძებნაში პილოტიანი მზვერავი თვითმფრინავის ჩართვა გადაწყვიტა.აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,ისინი ასევე მზად არიან ნიგერიის ხელისუფლებას თავისი თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდონ. მანამდე,ნიგერიის ხელისუფლებამ უარი განაცახადა „ბოკო-ჰარამის“ ექსტრემისტების წინადადებაზე, დატყვევებული მოსწავლეების სანაცვლოდ, დაჯგუფების ბოევიკების გათავისუფლების შესახებ. ორშაბათს,დაჯგუფებამ გამოქვეყნა ჩანაწერი, რომლზეც, როგორც ამტკიცებენ, სკოლიდან გატაცებული 130- მდე გოგონა ჩანს.
14 აპრილს “ ბოკო- ჰარამ“- ის ისლამისტებმა, ნიგერიის ჩრდილოეთით მდებარე ბორნოს შტატიდან 200- ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.
მასალის გამოყენების პირობები