საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას სავარაუდოდ 27 ივნისს მოაწერს ხელს. ეს ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს.
"მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოეწერება ხელი, დაგეგმილზე ერთი თვით ადრე", - განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ მოლდოვაში, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ იურიე ლიანკესთან შეხვედრისას.
ამასთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი საქართველოში წუხელ ჩამოვიდა. არ არის გამორიცხული, ხელმოწერის ზუსტი თარიღი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სწორედ დღეს დაასახელოს.
მასალის გამოყენების პირობები