Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/Vote2012-4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
15 ივნისის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები მოვალეობის შემსრულებლად აღარ ჩაითვლებიან
ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლები, 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან. უქმდება კანონის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა და მათ უფლებამოსილება თანამდებობების კონკურსის წესით შევსებამდე უნდა განეხორციელებინათ. ამასთან, კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება. აღნიშნული ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ხორციელდება, რომელიც დეპუტატებმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცნობისთვის, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ერთ-ერთი სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატებში შტატების ოპტიმიზაციაა. კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოები სავალდებულო რეორგანიზაციას დაექვემდებარებიან. პროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა მიზანშეწონილია, განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების სისტემის განვითარებით, რასაც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს და ასევე კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმის გამოყენებით, რომელიც კანონით უნდა განისაზღვროს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.