რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელი ლიდერები უკვე გააფრთხილა, რომ უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება წინასწარი გადახდით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინის თქმით, ამ დროისთვის, უკრაინის დავალიანება რუსეთისადმი 3 მილიარდ 508 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
რუსეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ასეთ პირობებში რუსეთის მხარემ "კონტრაქტის მკაცრი პირობების თანახმად" წარმოადგინა უკრაინაში გაზის მიწოდების ანგარიში და 1-ელი ივნისიდან უკრაინას იმ რაოდენობის გაზს მიაწვდის, რა რაოდენობისთვისაც უკრაინული მხარე საფასურს გადაიხდის.
მასალის გამოყენების პირობები