პოლიტიკა
ევროკომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების ფინალური დებატები გაიმართა
ევროკომისიის თავმჯდომარეობის ხუთმა პრეტენდენტმა წინასაარჩევნო ფინალურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. არჩევნები 22-25მაისს გაიმართება. იტალიური ტელეკომპანია RAI-ს ჟურნალისტის, მონიკა მაჯიოტის კითხვებს - მარტინ შულცი, ჟან -კლოდ იუნკერი , გი ვერხოფსტადტი, სკა ქელერი და ალექსის ცირპასი პასუხობდნენ. ევროპული კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას ევროპარლამენტი დაამტკიცებს.
ექსპერტები თვლიან, რომ გადამწყვეტი ამ შემთხვევაში, არა ევროპის მცხოვრებთა მოსაზრება, არამედ ევროკავშირის მსხვილი ქვეყნების ლიდერთა მხარდაჭერა იქნება .
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები