საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
სუბარის თქმით, მან თანამდებობიდან წასვლის თხოვნით განცხადება სამჯერ დაწერა: აქედან ორჯერ პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილის, ხოლო ერთხელ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში. თუმცა, მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს და მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები